ახალი ამბები
სოფელ ოქტომბერში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა
2026-04-17 21:54:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, ახალი საბავშვო ბაღის სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და ზუგდიდის მერთ დავით კოდუასთან ერთად გაეცნო. ახალი საბავშვო ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი.
ახალ შენობაში განთავსებულია საგანმანათლებლო, დასასვენებელი და ადმინსიტრაციული ოთახები. საბავშვო ბაღში მოწყობილია, ასევე, სამზარეულო, შიდა და გარე სათამაშო ზონები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ დაახლოებით 1.3 მილიონ ლარით დააფინანსა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ სოფელ ნარაზენში, ცაცხვში, კახათსა და რიყეში.


























