სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2026-04-17 21:08:00
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში სამუშაო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ვერავასთან ერთად ეცნობა.
 
მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ.
 
შენობაში სრულად განახლდება საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ოთახები, სამზარეულო და სპორტული მოედანი.
 
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.4 მილიონი ლარით ფინანსდება.
 
მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სამუშაო პროცესს გაეცნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
141617181920
21222324252627
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო