ახალი ამბები
ზუგდიდში აფხაზეთის № 11 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
2026-04-17 21:12:00
ზუგდიდში, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად შენდება.
სკოლის შენობაში მოეწყობა სრულად აღჭურვილი საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა, რაც მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღებისთვის ყველა საჭირო რესურსს შესთავაზებს.
ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს კვების სივრცეს, სამედიცინო კაბინეტს, შიდა და გარე სპორტულ მოედნებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც სასწავლო, ისე ფიზიკურ და სოციალურ განვითარებას.
აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მშენებლობას საქართველოს მთავრობა 11.2 მილიონი ლარით აფინანსებს.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რმწუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი დავით კოდუა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე გაეცნენ.


























