სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა რეგიონის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის განხილვას დაესწრნენ

2026-04-07 19:06:00

რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა რეგიონის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის განხილვას დაესწრნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა  2026–2037 წლების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები წარადგინეს  და დეტალურად ისაუბრეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებზე და პრიორიტეტულ ღონისძიებებზე.

თითოეული მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და მუნიციპალიტეტის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ სამუშაო დოკუმენტებში პრიორიტეტებად განსაზღვრულია ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის,  ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და განვითარება. სტრატეგიული პრიორიტეტები ასევე მოიცავს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებს.

გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ნარჩენების მართვის სისტემების განვითარებაზე, აგრეთვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების დახვეწაზე.

სტრატეგიული დოკუმენტი ემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების კომპლექსური გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას, არსებული საჭიროებებისა და მოქალაქეთა მოთხოვნების გათვალისწინებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ   პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები,  რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
689101112
13141516171819
20212223242526
27282930   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო