სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულებთან

2026-03-27 16:19:00

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სამინისტროებთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რეგიონებში არსებული გამოწვევების მოკლე ვადებში გადასაჭრელად.

როგორც რეგიონული განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს რეგიონების განვითარების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვას და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების ეფექტურად განხორციელებას. კახა გულედანის განცხადებით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მსგავსი ფორმატის შეხვედრები და კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თეა ონიანი, საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან გოგელაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, მოადგილეები ზურაბ იაშვილი და ზაზა კვიციანი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო