ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებული ხეცერაში გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
2026-03-25 14:14:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საკრებულოს წევრებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
ხეცერაში, საკუტალიო-სამოლაშხიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში მისასვლელები. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 758 845 ლარია. რეაბილიტირებული გზის სიგრძე 3 600 მეტრია.
ხეცერას ადმინისტრაციული ერთეულის აღნიშნულ უბანში კათილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა და მოქალქეები გრუნტის საფრიანი გზით სარგებლობდნენ.


























