სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა

2026-03-24 18:23:00

ქალაქ ზუგდიდში საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის გასვლით სხდომა გაიმართა. კომისიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შპს „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინა.

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, საკანონმდებლო მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება არსებული ნორმატიული ბაზის დახვეწასა და განახლებას დაეთმობა, რათა უკეთ აისახოს როგორც ირიგაციის, ისე დამშრობი სისტემების მართვის თანამედროვე მოთხოვნები.

სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, საქართველოს პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და  ადგილობრივი ხელისუფლებისა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა  გიგლა თამაზაშვილმა სხდომის მონაწილეებს დარგში არსებული ვითარება, მიღწეული შედეგები და გამოწვევები გააცნო. საუბარი შეეხო პროექტებს, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.

როგორც გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, 2025 წელს კომპანიაში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში, ცენტრალურ და რეგიონულ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. როგორც ანგარიშია მოცემული -  ჩამოყალიბდა თვისობრივად და ფუნქციურად ახალი მიმართულებები, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც ოპერაციულ პროცესებს, ისე მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას.

შეხვედრაზე განიხილეს 2026 წლის გეგმებიც. აღინიშნა, რომ შეიქმნება კომერციული პროცესების დაგეგმვისა და ადმინისტრირების სისტემის პროგრამა, დაინერგება სადისპეტჩერო მონიტორინგის სისტემა, მოეწყობა ახალი ოფისები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო