სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომამ ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის, სენაკის აუზის, წალენჯიხის სკვერის და პარკის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილა

2026-03-24 14:37:00
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომამ ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის, სენაკის აუზის, წალენჯიხის სკვერის და პარკის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილა.
 
ზუგდიდის ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და გააერთიანებს სავარჯიშო დარბაზებს, ღია მინი ფეხბურთის მოედანს, საჭადრაკო სივრცეს, ჩოგბურთის და პადელის კორტებს.
 
სენაკში დაგეგმილია 200 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე დახურული საცურაო აუზის აშენება.
 
წალენჯიხაში მდებარე ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საბავშვო და დასასვენებელი ზონების, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას. წალენჯიხის სკვერში კი დაგეგმილია რეკრეაციული და ყველა ასაკობრივი კატეგორიის დამსვენებლისთვის განკუთვნილი ზონების მოწყობა.
 
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ხობის, ფოთისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, მუნიციპალიტეტების მერები, განათლების, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
კომისია, წარმოდგენილი კონცეფციებიდან, საპროექტო კონკურსებში გამარჯვებულებს რამდენიმე დღეში დაასახელებს.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13
141516171819
20212223242526
27282930   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო