ახალი ამბები
დავით ვერავა: ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა უზრუნველყონ მოქალაქეთა ორგანიზებული გადაადგილება თბილისში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატივის მისაგებად თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტიდან.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21-22 მარტს რეგიონებიდან ტრანსპორტირება მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.
ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა უზრუნველყონ მოქალაქეთა ორგანიზებული გადაადგილება თბილისში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ჩვენი პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“ - განაცხადა დავით ვერაგამ სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
ტრანსპორტის განრიგისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაციები მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდებზეა განთავსებული. დამატებით რეისები ზუგდიდიდან და ფოთიდან დანიშნა საქართველოს რკინიგზამაც.


























