ახალი ამბები
დავით ვერავას სამძიმარი
2026-03-17 11:51:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა მთელი ერისთვის, გისამძიმრებთ ყველას და გამძლეობას გისურვებთ ამ რთულ პერიოდში!
პატრიარქის გარდაცვალებით დასრულდა დიდი ეპოქა, ის ნამდვილად იყო ეპოქალური მოვლენა სასულიერო და საერო ცხოვრებაში.
მისი ღვაწლი უდიდესია, სულიერების განმტკიცების, ადამიანებში რწმენის დაბრუნების, ეკლესია-მონასტრების აღდგენის, მათი მშენებლობის საქმეში. ილია მეორე იყო ამ ქვეყნის უდიდესი სულიერი ლიდერი, რომელსაც პატივს სცემდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან!
მადლობა მის უწმინდესობას საქართველოსა და მისი მოსახლეობის უანგარო, მამობრივი სიყვარულისა და უდიდესი ეპოქალური მოღვაწეობისთვის!
დავით ვერავა,
სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში


























