სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

2026-02-26 18:08:00
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა.
 
სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და სენაკის მერთან ვახტანგ გადელიასთან ერთად დაათვალიერა.
 
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 200 მოსწავლეზე გათვლილ შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.
 
შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
 
საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
8
91011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო