სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მდინარე რიონიზე ფოთის ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

2026-02-20 13:54:00
მდინარე რიონიზე ფოთის ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ფოთისთვის და მთლიანად ქვეყნის სატრანსპორტო სისტემისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
 
მდინარეზე შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის 8-მალიანი ხიდი, რომლის სიგრძე 436 მეტრია. პროექტი ასევე ითვალისწინებს 2 კილომეტრი სიგრძის მისასვლელი გზების მოწყობას. სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს და ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
 
ფოთის ახალი ხიდი და მისასვლელი გზები წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან მონაკვეთს. ახალი ხიდის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ისე ქვეყნის ეკონომიკური და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
 
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლევან დარახველიძესთან, ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან ბექა ვაჭარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
12345
6
7
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო