ახალი ამბები
ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო
2026-02-02 19:17:00
ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელთან, ოთარ გაბელიასთან შეხვედრის საღამო ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. დღესვე მოხდა ოთარ გაბელიას მოღვაწეობისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაც. ოთარ გაბელიასთან ერთად სცენაზე ქართული ფეხბურთის ვეტერანმა ლეგენდებმა ზუგდიდელ გულშემატკივარს მიმართეს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტთან გერასიმე შარაშენიძესთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიება სწორედ მიტროპოლიტის ლოცვა კურთხევითა და მხარდაჭერით გაიმართა.
„ბატონი ოთარის ღვაწლი, მისი თაობის ვარსკვლავ ფეხბურთელებთან ერთად ფასდაუდებელია. მადლობა, რომ გვანებივრებდით დაუვიწყარი გამარჯვებებით და ხართ მაგალითი თაობებისთვის!
ბატონო ოთარ, თქვენ, თქვენი ნიჭითა და შრომით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში - მადლობა ამისთვის! პირადად ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ თქვენ ზუგდიდში დაიბადეთ, გაიზარდეთ - და ამ ქალაქის ღირსეული შვილი ხართ. წარმატებებს და დღეგრძელ სიცოცხლეს გისურვებთ“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ოთარ გაბელია ზუგდიდელია, მან კარიერა ზუგდიდის დინამოში დაიწყო. ოთარ გაბელია, დინამო თბილისის მეკარე იყო, როდესაც გუნდი 1981 წელს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.


























