ახალი ამბები
რეგიონული განვითარების მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული წალენიხაში პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ
2026-01-29 20:47:00
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, მოადგილესთან ზაზა კვიციანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და 2026 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარების მინისტრი წალენჯიხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა ტრიბუნები, ფეხბურთელთა გასახდელები და სველი წერტილები. პროექტის ღირებულება 2 380 656 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.
მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფიფიას ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გზის დაგება იგეგმება, ამჟამად არსებული გზა ამორტიზებულია და მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნის.
რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, წალენჯიხის შემდეგ, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნობა.


























