ახალი ამბები
დავით ვერავამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, ენდემური კოლხური ვაზის ჯიშის ოჯალეშის რთველში მიიღო მონაწილეობა
2025-11-21 18:24:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, ენდემური კოლხური ვაზის ჯიშის ოჯალეშის რთველში მიიღო მონაწილეობა.
სოფელ ეწერში მეგრული და აფხაზური, გადაშენების პირას მისული 19 ენდემური სახეობის ვაზი ადგილობრივმა მეწარმემ სერგო ჭანტურიამ გააშენა.
დღესვე ,,ჭანტურიების მარანში” მეგრული კერძების მასტერკლასი გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ვაზის უძველესი მეგრული ჯიშების პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას.
რთველს, სამეგრელოს დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) მოწვევით პლატფორმა ,,მადამ სომელიეს” წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ქართული ღვინის და გასტრონომიის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე ახდენენ.
რთველში ასევე მონაწილეობდნენ წალენჯიხის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.


























