სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურისა და კოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2025-11-21 18:22:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურისა და კოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 
სამუშაო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი დავით კოდუა ადგილზე გაეცნენ.
 
საავტომობილო გზის მოწყობა კოკში, ნალიმის უბანში მიმდინარეობს, სადაც გზა 1500 მეტრზე იგება, გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 540 996 ლარია.
გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს განმუხურში, ტაბიძის ქუჩაზეც, სადაც პროექტის საერთო ღირებულება 279 996 ათასი ლარია.
 
„მნიშვნელოვანია სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელება. რაშიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მერიასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურადაა ჩართული. ეს გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც მას ყოველდღიურად იყენებს“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
ზუგდიდის მერის განმარტებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კოკისა და განმუხურის გარდა დარჩელსა და ორსანტიაში მიმდინარეობს. მისივე თქმით - ,,ამ გზების მოწესრიგება მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად განხორციელდა. ჯამურად იგება 4 კილომეტრზე მეტი გზა და რაც მთავარია ამ გზებით ადგილობრივებთან ერთად, დევნილი მოსახლეობაც სარგებლობს”.
 
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო