სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ეგრისობა 2025

2025-11-14 20:18:00
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ,,ეგრისობის" სახალხო დღესასწაული გაიმართა.
 
დღესასწაულის ფარგლებში, მოეწყო თეატრალიზებული მსვლელობა, ფოტო ზონები, ყვავილების ხეივანი, ეთნოგრაფიული, ახალგაზრდული, საბავშვო და საგანმანათლებლო სივრცეები, მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალური პერფორმანსი - ლეგენდა ,,არგონავტებზე’’, დღის განმავლობაში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ეგრისობა 2025 კი ჯგუფ ,,ურსას“ სოლო კონცერტით დასრულდა.
 
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ 2025 წლის საპატიო სენაკელები. ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქისა და სენაკზე მზრუნველის წოდება, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 9 ადამიანს მიენიჭა.
 
,,ეგრისობის" სახალხო დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
   
1
234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო