სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნოჯიხევში, ჭითაწყარსა და მუხურში, სოფლის ახალი ამბულატორიები გაიხსნა

2025-11-04 16:58:00

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება – სერვისების გეოგრაფიული გაზრდის მიზნით, სამეგრელოში – ნოჯიხევში, ჭითაწყარსა და მუხურში, სოფლის ახალი ამბულატორიები გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებები, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება.

ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

ამბულატორიები დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარით.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოფლებში, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა უწყების პრიორიტეტია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 12 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
356789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო