ახალი ამბები
ანაკლიაში მიმდინარე პროექტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაეცნო
ანაკლიაში ახალი ელექტრონული ფესტივალისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია შესული. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდს გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ Gem fest-ის სამზადისი და ის ინფრასტრუქტურეული პროექტები დაათვალიერეს, რომელიც ზღვისპირა კურორტში მიმდინარეობს.
ფესტივალის ტერიტორიაზე სცენების მონტაჟი, კაფე ბარების, სწრაფი კვების ობიექტების, საშხაპეების და სხვა ინფრასტრუქტურის შენება მიმდინარეობს. მოეწყობა კარვების ქალაქიც. ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ანაკლია 30 ივლისდან 7 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ფესტივალს მსოფლიო დონის ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი არმინ ვან ბიურენი გახსნის, Gem fest-ზე ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის სხვა ცნობილ ვარსკვლავებსაც ელოდებიან.
დაცული იქნება ფესტივალის სტუმრების უსაფრთხოება, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იზრუნებს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და მხარის გუბერნატორმა ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოებიც დაათვალიერეს, უკვე დადსასრულს უახლოევდება მდინარე ენგურის შესართავთან ნაპირდაცვითი სამუშაოები. მდინარე პრობლემას სანაპიროსთან განთავსებულ სასტუმროს და ანაკლიის არსებულ ინფრასტრუქტურას უქმნიდა. ლევან შონიამ ქეთევან ბოჭორიშვილს ასევე დაათავლიერებინა ზუგდიდი-ანაკლიის ახლად დარულებული გზის მონაკვეთი და ახალი განათების ბოძები. ფესტივალის დაწყებამდე მთლიანად ზუგდიდი-ანაკლიის გარგანათების სამუშაოები დასრულდება. ბოჭორიშვილმა და შონიამ ასევე დაათვალიერეს განმუხურში მშენებარე სასტუმრო კომპლექსი, რომელსაც ინდოელი ინვესტორები აშენებენ.
ქეთევან ბოჭორიშვილმა ანკლიის ორი მიმართულებით განვითარებაზე ისაუბრა. ანაკლიაში უმნიშვნელოვანესია ფესტივალები და პორტი, რომლის მშენებელი კონსოციუმიც მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვლინდება, სამშენებლო სამუშაოები კი 2016 წელს დაიწყება.