სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდი-მესტიის გზაზე სტიქიისგან დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია ხორციელდება

2025-06-21 15:56:00

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სტიქიისგან დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 41-ე, 53-ე; 67-ე, 68-ე; 70-ე და 76-ე კილომეტრებს. საერთო ჯამში, სამუშაოები მიმდინარეობს 1.2 კმ-ზე

დაზიანებულ მონაკვეთებზე, გზის მიწის ვაკისისა და სავალი ნაწილის სიგანე, გზის სამოსის ტიპი და მოძრაობის უსაფრთხოების პირობები ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებსა და ნორმებს

გზის მონაკვეთებზე ტარდაბა: არსებული რკინა-ბეტონის მილების და მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების, ქვედა საყრდენი კედლების და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და სარეაბილიტაციო მონაკვეთის ლითონის ძელებით შემოღობვა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,9 მილიონი ლარით ფინანსდება

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52 კმ-ზე, ასევე მიმდინარეობს მინარე ხუბურზე არსებული 19.9 მ-ის სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ეწყობა ბეტონის შემასწორებელი ფენა, სადეფორმაციო ნაკერები და ჰიდროიზოლაცია, ხიდის სავალ ნაწილზე და ტროტუარებზე კი – ასფალტის საფარი. ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, ხიდთან მისასვლელებზე კი ზღუდარები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 670 ათას ლარამდე.

სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, პარლამენტის წევრებთან – სოზარ სუბართან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო