სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

2025-06-20 21:28:00

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე იმსჯელა

სკოლა 1960 წელს იყო აშენებული და წლების განმავლობაში საგრძნობლად დაზიანდა. შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ შენობა კონსტრუქციულად სუსტი იყო, რის საფუძველზეც 2023 წელს სკოლის დემონტაჟი განხორციელდა. ამჟამად, 470 მოსწავლე და 38 პედაგოგი დროებით წალენჯიხის №2 საჯარო სკოლაში სწავლობს, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის და სასწავლო პროცესს ართულებს

როგორც მინისტრმა განმარტა, მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენცია გახდა და აღნიშნულ პროცესებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სწორედ ამ მიზნისთვის მიმდინარეობს წალენჯიხის №1 სკოლის პროექტის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოკლე ვადებში დაიწყებს ახალი სკოლის შენობის პროექტირებას და სამუშაო გეგმების მომზადებას. რევაზ სოხაძემ პედაგოგებსა და მშობლებს პირობა მისცა, რომ სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება სრული გამჭვირვალობა და ისინი მუდმივად მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას პროექტის ყველა ეტაპზე

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, ილია ინჯია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192122
23242526272829
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო