ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ობუჯში გზისა და ხიდის მდგომარეობას გაეცნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი ზარქუასთან, ილია ინჯიასთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული გზა არაერთი დასახლების მთავარი სატრანსპორტო მარშრუტია.
14-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 7-კილომეტრს, ხოლო დარჩენილი 7-კილომეტრი დაზიანებულია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებას.
გზის სრულყოფილი რეაბილიტაციის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება დარჩენილი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
მინისტრი, ასევე, გაეცნო სოფლების – ჯაღირასა და ობუჯის დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობას.


