ახალი ამბები
ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა – ინვესტიცია 31.5 მილიონი აშშ დოლარია

ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და ბიზეს სექტორის წარმოამდგენლებთან ერთად მიიღო.
მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი სს „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონ აშშ დოლარია. ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს, 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული, მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80 000 კონტეინერზე მეტი იქნება. ამასთან, როგორც „ფოთის ტრანსტერმინალში“ აცხადებენ, ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება და 100-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ტერმინალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გადაზიდვებს. მნიშვნელოვანია ასევე რეგიონალური დანიშნულებით საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადამუშავება.
ფოთის მულტიმოდალური ტერმინალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს რკინიგზისა და წყლის ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ყაზახეთის ელჩმა საქართველოში, ასევე ჩინეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა.


