სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული ფოთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

2025-05-13 20:25:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ, ფოთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ფოთის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული, მის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება შენობის ფასადის, სახურავის , სკოლის შიდა ინტერიერის: საკლასო ოთახების, სპორტული და სააქტო დარბაზების სრული განახლება. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო . ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ მე-15 საჯარო სკოლის 500-მდე მოსწავლე სწავლას თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს. ფოთში რამდენიმე თვის წინ დასრულდა მერვე საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
121415161718
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო