სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

2015-07-07 09:59:00

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 15-25 ივლისს, ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და დამეგობრებას. პროექტი განხორციელდება ფოთში, რომლის ფარგლებშიც უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას. აღნიშნული ღონისძიება პირველად იმართება საქართველოში და შესაბამისად მას ყოველწლიური სახე მიეცემა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიის მოადგილე კახა რუსია და ფოთის მერი ირაკლი კაკულია ღონისძიების ორგანიზატორ ნინელი ჭანკვეტაძესთან ერთად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფესტივალის შესახებ ესაუბრნენ.

ღონისძიების ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი "დღეს".

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო