სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

2025-04-19 17:19:00
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.
 
შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქ ჯვარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ჩაჩხალიების ოჯახი მოინახულა, აღდგომა მიულოცა და აფხაზეთიდან დროებით დევნილ, სოციალურად დაუცველ ნესტან ჩაჩხალიას სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.
 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ჯვარის დევნილთა განსახლების ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარება გაუწია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო