ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სადღესასწაულო წირვას სენაკში დაესწრო
2025-04-07 15:37:00

7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
ხარების საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
წირვას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია მრევლთან ერთად დაესწრნენ.
სადღესასწაულო წირვის დასასრულს, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების საუფლო დღესასწაული მიულოცა.