სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით სენაკის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა

2025-04-01 16:00:00

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საიუბილეო ცერემონიაზე უმასპინძლეს. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა.


პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს, სარდლობების იუბილე მიულოცეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვეს.


ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელებმა პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვეს.


გარდა ამისა, ბრიგადის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს და მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მე-2 ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურა გააცნეს.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, 2016 წლის პირველ აპრილს სახმელეთო ძალების სარდლობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებად ჩამოყალიბდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
 1
2
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო