სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდიში სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა

2025-02-28 19:56:00
ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრმა დღეს ზუგდიდის მერის სტიპენდიატებს უმასპინძლა. სტიპენდიატების მიღების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად დაესწრო.
 
2024-2025 სასწავლო წლის მერის სტიპენდია 104 სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდა 80 ახალგაზრდა. 2024 წელს ახალგაზრდული მიმართულებით მუნიციპალიტეტმა 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. მიმდინარე წელსაც ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
 
„ახალგაზრდობის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. განათლებული ახალგაზრდობა არის ქვეყნის და ამ რეგიონის მომავალი. მერიას 104 სტიპენდიატი ჰყავს, ამ სტუდენტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ ვაფინანსებთ, მათი ხელშეწყობა კი კიდევ უფრო გაიზრდება“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
 
„ვუმასპინძლეთ ზუგდიდელ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური შედეგებით და მიენიჭათ ზუგდიდის მერის სტიპენდია. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ შრომისთვის და აკადემიური მოსწრებისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდული და განათლების მიმართულებით ზუგდიდის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულს, მომავალ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები განათლებითა და გამოცდილებით უდიდეს სამსახურს გაუწევენ როგორც ზუგდიდს, ასევე სრულიად საქართველოს“- აღნიშნა ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ.
 
ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია სტუდენტების, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ ფინანსური მხარდაჭერა.
 
მერია ასევე აფინანსებს არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას; საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობას.
 
ღონისძიების დასასრულს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10
111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო