ახალი ამბები
შეხვედრა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების საკითხებზე

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო- ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ინალიშვილმა. მან რეგიონული ცენტრის მოადგილესთან, ცენტრის სერჟანტთან და ზუგდიდის მუნიციპალური განყოფილების უფროსთან ერთად შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
საინფორმაციო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან და რეგიონის მერებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ცვლილებები განიხილეს, რომლებიც 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხება.
კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები:
საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი;
საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი;
უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის 1275 ლარი, ოფიცრებისთვის 1530 ლარი.
11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები რეზერვში ჩაირიცხებიან.
ნებაყოფლობით გაწვევის პირობები:
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით დაენიშნებათ.