სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

2025-02-20 19:24:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა.
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრის დროს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. ნიკა ტყემალაძის განცხადებით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინაციით, მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი პროექტი.
 
„ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, აქედან გამომდინარე მიმდინარეობს არაერთი პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, ეს იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ საგანმანათლებლო კუთხით, რომელიც მოქალაქეებზეა მორგებული და გამომდინარეობს მათი საჭიროებებიდან. სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტის მერებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რაც მნიშვნელოვანია თითოეული პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში.“-განაცხადა ნიკა ტყემალაძემ.
 
სახელმწიფო რწმუნებულებმა, დეპარტამენტის უფროსთან ერთად განიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და საჭიროებების აღმოფხვრის გზები.
 
რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
 
სამუშაო შეხვედრას რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით კაჭარავა და დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< February 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
1718192021
22
23
2425262728  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო