ახალი ამბები
ზუგდიდში ავტომოყვარულთა შოუს შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები დაესწრნენ
ზუგდიდში ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე გამართულ ავტომოყვარულთა შოუს გუბერნატორ ლევან შონიას მოწვევით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ. ავტომოყვარულთა შეჯიბრი სიმბოლურად სოფლის მეურნეობის მინისტრმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ გახსნეს. რის შემდეგაც შეჯიბრი 3 კატეგორიაში გაიმართა.
4 და 5 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველად გაიმართა მაღალი სტანდარტების ავტო-მოტო შეჯიბრი, რომლის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია იყო. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ჩატარდება. შეჯიბრის ორგანიზატორი კი „Western Drivers Club - სამეგრელო“-ა.
ღონისძიებაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტო-მოტომოყვარულებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდანაც მიიღეს.
4 - 5 ივლისს გამარჯვებულები ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინენ და სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება გუშინ, 4 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის მერების, გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების ავტო შჯიბრით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება ჩხოროწყუს გამგებელმა დათო გოგუამ მოიპოვა.
შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“, „სოკარი - ყულევის ნავთობ ტერმინიალი“ და „GEM-fest“ იყვნენ.
ორგანიზატორებმა რეგიონული შეჯიბრის დაწყებამდე, 2 ივლისს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში „პრომო მარში“ გამართეს, რომელშიც მონაწილეობა ავტო და მოტო მოყვარულებმა მიიღეს. მარშს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მიუძღოდა. ავტო და მოტომოყვარულებმა ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის და ჩხოროწყუს ქუჩები შემოიარეს.