ახალი ამბები
ავტო და მოტომოყვარულთა შოუს გუბერნატორი ლევან შონია დაესწრო
დღეს, 4 ივლისს ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტო-მოტომოყვარულებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც მიიღეს. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ჩატარდება.
სანახაობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია დაესწრო, სწორედ გუბერნატორი იყო ავტო-მოტომოყვარულთა შეჯიბრის ჩატარების ინიციატორი. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ჩატარდება. შეჯიბრის ორგანიზატორი კი „Western Drivers Club - სამეგრელო“-ა.
ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მერების, გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების ავტო შეჯიბრით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება ჩხოროწყუს გამგებელმა დათო გოგუამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, მესამე ადგილზე კი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია გავიდა. პირველი ადგილის მფლობელს თასი და მედალი გუბერნატორმა ლევან შონიამ გადასცა. მუნიციპალიტეტბის პირველი პირების დაჯილდოების შემდეგ მოტოშოუ გაიმართა. ხვალ 5 ივლისს კი ავტომოვარულთა შოუ გაიმართება.
მსგავსი მასშტაბის სპორტული სანახაობა სამეგრელოში პირველად ჩატარდა, ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები აფორმებდნენ. 4 და 5 ივლისს გამარჯვებული ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდება.
ავტო-მოტომოყვარულთა შოუ საქველმოქმედო ხასიათისაა და შემოსული თანხა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. ღონისძიების მიმდინარეობისას ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე საქველმოქმედო ყუთები რამდენიმე ადგილას იყო განთავსებული.
შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“ და „სოკარი - ყულევის ნავთობ ტერმინიალი“ არიან.
ორგანიზატორებმა რეგიონული შეჯიბრის დაწყებამდე, 2 ივლისს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში „პრომო მარში“ გამართეს, რომელშიც მონაწილეობა ავტო და მოტო მოყვარულებმა მიიღეს. მარშს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მიუძღოდა. ავტო და მოტომოყვარულებმა ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის და ჩხოროწყუს ქუჩები შემოიარეს.