სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ვერავა: მარტვილში 4 საბავშვო ბაღს ვაშენებთ

2025-01-31 12:05:00

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბაღების მშენებლობის პროგრამას ახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მარტვილის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან ერთად სოფელ გაჭედილში გაეცნო. გაჭედილთან ერთად ახალი საბავშვო ბაღები გურძემის, სალხინოს და კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

„მარტვილში საბავშვო ბაღების მშენებლობის მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ, ამ დროისთვის ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობას ვახდენთ. ამჟამად პროცესს სოფელ გაჭედილის ბაღში გავეცანით, სადაც სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და ამისთვის მთავრობა ქვეყნის და ჩვენი რეგიონის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს“ – აღნიშნა დავით ვერავამ.

ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.

ბაღების შენობა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< February 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     1
2
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო