სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული და დელეგატი ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე დევილებს შეხვდნენ

2025-01-31 22:52:00
სამეგრელო-ზემო სვაენთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის დელეგატთან დავით კოდუასთან, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებაში მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მოისმინეს მოქალაქეებისგან არსებული საჭიროებები.
 
აღინიშნა, რომ მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია და არსებული საჭიროებების მოგვარება გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.
 
„შეხვედრების ეს ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას ადგილზევე მივიღოთ ინფორმაცია უშუალოდ მოქალაქეებისგან. დასახლებაში მთავარ პრობლემას სანიაღვრე სისტემა წარმოადგენს, რისი მოგვარებაც მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება. ასევე დაისვა სპორტული მოედნის საჭიროება, ამჯერად არსებული სპორტული მოედანი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ამიტომაც მოქალაქეებთან კომუნიკაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დასახლებაში ახალ ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანს მოვაწყობთ, ასევე მოეწყობა დასასვენებელი რეკრეაციული სივრცე.
 
მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, არსებული პრობლემების ადგილზე შესწავლა და მისი მაქსიმალურად შემჭიდროებულ დროში მოგვარება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია“ - აღნიშნა დავით ვერავამ.
შეხვედრაზე წამოჭრილ ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად, მოქალაქეებტან ინდივიდუალური საჭიროებები განიხილეს.
 
„მოქალაქეებთან შეხვედრას აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ, დღეს შეხვედრა ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში გავმართეთ. მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია და არსებული საჭიროებების მოგვარება ჩვენი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. დასახლებაში მთავარ პრობლემას სანიაღვრე სისტემა წარმოადგენს, რის მოგვარებაც შემჭიდროებულ ვადაში მოხდება. ბარამიას ჩასახლებაში ასევე მოვაწყობთ ახალ სკვერს და ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანს. ამჯერად არსებული სპორტული მოედანი, ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა სპორტით დაკავებული, ამიტომაც აუცილებელია მოვაწყოთ უფრო დიდი სპორტული სივრცე.
 
ამ ფორმატით შეხვედრებს ყველა სოფელსა და უბანში გავმართავთ, მოსახლეობა მაქსიმალურად იქნება ჩართული ყველა პროექტის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ - აღნიშნა დავით კოდუამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< February 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     1
2
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო