სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ვერავას წინასაახალწლო მილოცვა

2024-12-31 22:53:00
2024 წელი მიილია, ეს არ ყოფილა მარტივი წელი, იყო გამოწვევები და წინააღმდეგობები, მაგრამ იყო მთავარი - გამარჯვება! გაიმარჯვა ქართულმა იდეამ და ქართულმა სახელმწიფომ.
 
მე წელს პირველად გილოცავთ ახალ წელს, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული. ეს რეგიონი თავისი ისტორიითა და როლით უმნიშვნელოვანესია ჩვენი სამშობლოსთვის! მიხარია, რომ ამ რეგიონის და მისი ამაყი და ნიჭიერი მოქალაქეების მსახურობის შესაძლებლობა მომეცა! გილოცავთ ახალ წელს ჩემო გულანთებულო მეგრელებო და სვანებო ბევრი სიხარულის და წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს!
ვულოცავ ახალ წელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დიდი მონატრებით ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს, მჯერა ჩვენ ერთმანეთს დავიბრუნებთ!
 
შობა ახლოვდება, ყველაზე თბილი, იმედებით სავსე, უბრწყინვალესი დღესასწაული. ჩვენს რეგიონში, კერძოდ კი ზუგდიდში დავანებული ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართი, შობის უდიდებულესობას კიდევ უფრო ხილულ სასწაულად აქცევს. აქვე გილოცავთ კარსმომდგარ შობას!
 
უშგულის ლამარიას, ხობის ღვთისმშობლის, წალენჯიხის ფერისცვალების, ნოქალაქევის ორმოცმოწამეთას, გულეიკარის წმინდა გიორგის, ფოთის ბრწყინვალე აღდგომის, წაჩხურას მთავარანგელოზის, ოცინდალეს წმინდა გიორგის, ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის - ტაძრების მადლი შეეწიოს ჩვენი რეგიონის თითოეულ მოქალაქეს და სრულიად საქართველოს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ 2025 წელს!
 
პატივისცემით,
დავით ვერავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
23
4
5678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო