ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებულმა ახალი წელი სხვადასხვა დაწესებულებებსის თანამშრომლებს მიულოცა
2024-12-31 23:50:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის დელეგატთან დავით კოდუასთან და მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად სხვადასხვა დაწესებულებებს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.
სახელმწიფო რწმუნებული იმ დაწესებულებებში იმყოფებოდა, სადაც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე.
სახელმწიფო რწმუნებული რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილებაში და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებოდა.
დავით ვერავა ასევე სტუმრობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს, ამავე დეპარტამენტის დირექტორთან გურამ ზესაშვილთან ერთად კი დამდეგი შობა-ახალი წელი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და რუხის ძირითადი საგუშაგოს თანამშრომლებს მიულოცა.
,,ამ ადამიანებზე, მათ დაუღალავ შრომასა და ზრუნვაზე დგას ჩვენი ქალაქი, რეგიონი და სრულიად ქვეყანა, ისინი ახალი წლის ღამითაც შრომობენ ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. მინდა პირველ რიგში სწორედ მათ მივულოცო და ვუსურვო წარმატებები პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში” - განაცხადა დავით ვერავამ.