სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ინფარსტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

2024-12-25 11:10:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ზუგდიდის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. 

მიმდინარეობს რიყე-ზედაეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის ღირებულება 1 806 133 ლარია. 

გზის მოწყობა მიმდინარეობს ზედაეწერში, სათორდიოს უბანში. პროექტის ღირებულება 448 997 ლარია.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

რაც შეხება ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციას, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე წელს ქალაქის 67 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  განხორციელდა  212 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულებამ    121 415 308 ლარი შეადგინა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 50 კმ-მდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. რისთვისაც დაიხარჯა 24 მილიონამდე ლარი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, 2025 წელს კვლავ რჩება მერიის ერთ-ერთ  პრიორიტეტად.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
2021222324
25
26
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო