ახალი ამბები
ვიცე გუბერნატორმა საბავშო ბაღის აღსაზრდელებს სკოლამდელი დაწესებულების დამთავრება მიულოცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების აღსაზრდელებს, სკოლამდელი დაწესებულების დამთავრება მიულოცა და განათლების ახალ საფეხურზე წარმატებები უსურვა.
ბაღებში სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 44 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საგანგებო კონცერტი სახელწოდებით „ზეიმი სიყვარულის ქვეყანაში“ წარმოადგინეს, რომელიც კულტურის სახლში გაიმართა. ღონისძიებას ვიცე გუბერნატორთან ერთად, გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ზუგდიდს გამგებლის მოადგილე გიზო სართანია, ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეეები მერაბ ქვარაია და ლაშა გოგია ესწრებოდნენ.
საღამო საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხა 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.