სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ფოთში ახლად გახსნილი ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა

2024-11-17 15:46:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ვიბლიანთან ერთად ფოთში ახლად გახსნილი ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა.
 
მთავრობის მეთაური ბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნო, სპორტსმენებს შეხვდა და საჩვენებელ შეჯიბრს დაესწრო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
 
„ნიჩბოსნობის ბაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის უფრო მეტად განვითარებას. ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი წარმატებები ამ სფეროში და გვჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატება. ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩვენს წარმატებებს სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გაჩნდა ეს იდეა და დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. მინდა, თეა წულუკიანს გადავუხადო მადლობა, ისევე, როგორც ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში”, - განაცხადა პრემიერმა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ნიჩბოსნობის დ
ა კანოეს ბაზა სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო, სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს. პროექტის ბიუჯეტი 6 628 698 ლარია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9
101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო