სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური - „ხობი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა

2024-10-30 19:07:00

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური - „ხობი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა.

ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ვიბლიანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მეტად გაძლიერების პროცესში და ინვესტორი კომპანიის - „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას“ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ჰესის დადგმული სიმძლავრე 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება - 202 მლნ კვტ/სთ-ია.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარების მაჩვენებელს გადააჭარბოს.

„ეკონომიკურ ზრდას თან უნდა სდევდეს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, 4600 მეგავატამდეა გაზრდილი დადგმული სიმძლავრის მოცულობა გასული 12 წლის განმავლობაში. ანუ, 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის უკვე 10 000-ს გადააჭარბოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს „ხობი 2 ჰესის“ დამფუძნებელმა ლაშა იორდანიშვილმა ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერებინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო