სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული რუხში

2024-06-18 19:33:00
ჯანდაცვის მინისტრმა, ზუგდიდში, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, შეხვედრა გამართა კლინიკის თანამშრომლებთან და მათთან ერთად, საავადმყოფოს განვითარების გეგმებზე იმსჯელა.
 
 
მიხეილ სარჯველაძემ, თანამშრომლებს, კლინიკის ახალი დირექტორი წარუდგინა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სერგო ფიფია უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე, კლინიკაში, სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა.
 
ჯანდაცვის მინისტრმა, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, როგორც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამედიცინო ობიექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი, რეგიონებში, სამედიცინო სერვისების გაძლიერება და განვითარებაა, რათა ყველა მოქალაქეს, ჰქონდეს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
 
ჯანდაცვის მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
202223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო