სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის გახსნა

2024-07-06 19:15:00
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ანაკლიის ბანაკი გახსნა და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
 
ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მისმა პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
 
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და ჯამში 3120 ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი მასპინძლობს 18-25 წლის 240 მონაწილეს. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. პირველი ნაკადის ფარგლებში ბანაკში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან.
 
ბანაკის მიზანია: ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
 
საბანაკე პროგრამა 5 დღისგან შედგება და ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.
 
საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით.
 
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობაზე და გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენაზე.
ტრენინგებს ჩაატარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები.
 
ასევე, გათვალისწინებულია ე.წ. Guest spiker-ების ნაწილი, სადაც ცნობილი ადამიანები (პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ.) ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ.
საბანაკე პროგრამის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ჩატარდა რიგი მოსამზადებელი სამუშაოები - გარემონტდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბანაკი სრულად აღიჭურვა პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარით.
 
ახალგაზრდების ნაკადების მიღებამდე, ანაკლიის საზაფხულო ბანაკის ბაზაზე ლიდერების გადასამზადებელი ტრენინგიც ჩატარდა. მიმდინარე წელს ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 160-მა შერჩეულმა ახალგაზრდამ.
 
ტრენინგის მიზანი იყო, დახმარებოდა მათ ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
 
ტრენინგზე ლიდერობის კანდიდატები გაეცნენ ბანაკების მუშაობის პრინციპსა და მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც შეესაბამება ბანაკის ბენეფიციართა ინტერესებს და ეხმარება მათ განვითარებაში. ტრენინგის შემდგომ შერჩეული საუკეთესო ლიდერები დასაქმდებიან შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში საქმდება 250-მდე ლიდერი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14
151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო