ახალი ამბები
წალენჯიხის მთავარი მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
2014-06-04 18:08:00

წალენჯიხაში, გ. კალანდიას სახელობის მთავარი მოედნის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოედანი მწვანე საფარით, მინდვრის ყვავილებითა და თანამედროვე ტიპის ლამპიონებით მოეწყო. 1მლნ 486,4 ათასად შეფასებული პროექტისათვის თანხები საქართველოს მთავრობის #311 განკარგულებით გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შპს „ნიუქონთრაქთმშენმა“ შეასრულა.