სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ა.ა.ი.პ. „ზუგდიდასუფთავების ცენტრის“ თანამშრომლებს შეხვდა

2024-05-29 18:40:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ა.ა.ი.პ. „ზუგდიდასუფთავების ცენტრის“ თანამშრომლებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე გაეცნო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
 
„ზუგდიდასუფთავების ცენტრი“ სანიმუშოა არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელს ქვეყანაში, რასაც მოწმობს ამ ცენტრის მიერ ზედი-ზედ ბოლო 7 წლის განმავლობაში მიღებული ჯილდოები. სწორედ ამ ცენტრის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომ ზუგდიდი ყველაზე სუფთა ქალაქის, მუნიციპალიტეტის ტიტულს ღირსეულად ინარჩუნებს. მადლობა თითოეულ მეეზოვეს, რომლებიც მზის ამოსვლამდე იწყებენ ზრუნვას ამ ქალაქისთვის. რა თქმა უნდა ამ ადამიანებს ბევრად მეტი დაფასება სჭირდებათ, ჩვენ ბოლო წლები ყოველწლიურად ვზრდით მათ ხელფასებს და ეს მომავალშიც უფრო მეტი შემართებით გაგრძელდება. ცალკე მადლობის ღირსია ამ ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარ მალაშხია, რომელმაც შეკრა ძლიერი, ზუგდიდზე უსაზღვროდ შეყვარებული გუნდი“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
გიორგი გუგუჩიამ, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ ა.ა.ი.პ.- ებში შეხვედრები გუშინ, 28 მაისს „ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრის“ თანამშრომლებთან სტუმრობით დაიწყო. არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობის, კოორდინირებული და ეფექტური მუშაობისთვის სახელმწიფო რწმუნებული მსგავსი შეხვედრების გამართვას ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
101112
13
141516
17181920212223
24252627282930

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო