სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩია რუხსა და ლიაში საბავშო ბაღების მშენებლობის პროცესს გაეცნო

2024-02-22 17:36:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან ლუდუკ ხასიასთან ერთად გაეცნო.

„ორივე სოფელში ახალ ბაღებს ვაშენებთ, არცერთს არ ჰქონდა ბაღის შენობა და ჩვენი პატარა თაობის წარმომადგენლებს უწევდათ არასათანადო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება. რაც შეეხება რეგიონს, ამჟამად მიმდინარეობს 28 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 21-ის რეაბილიტაცია. ეს არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში მოვაგვაროთ ინფრასტრუქტურული პრობლემები და ჩვენს მომავალ თაობებს შევთავაზოთ ღირსეული საგანმანათლებლო გარემო“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

ზუგდიდის სოფელ რუხის ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ. რუხის საბავშო ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

წალენჯიხის სოფელ ლიის საბავშო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული, საკრებულოში ამავე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო. ლიის ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი, სამშენებლო პროცესი ხელშეკრულების შესაბამისად მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

საბავშო ბაღების მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სახელმწიფო რწმუნებული დღესვე სოფელ რუხის საჯარო სკოლის გადახურვის სამუშაოებს გაეცნო, სკოლის სახურავი ძლიერმა ქარმა 6 თებერვალს დააზიანა, სკოლაში სასწავლო პროცესი ამჟამად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო