სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოშია

2015-06-27 23:36:00

ოლიმპიური ცეცხლი უკვე სამეგრელოშია. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის ორგანიზატორებმა ოლიმპიური ცეცხლი დღეს, ფოთში შემოიტანეს.

ოლიმპიური ცეცხლის რეგიონში შემოსვლას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ოლიმპიური ცეცხლის საპორტო ქალაქში შემობრძანება ფოთელებმა დრამატული თატრის წინ იზეიმეს, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარმატებული ფოთელი სპორტსმენები სიგელებით დააჯილდოვა.

ფოთის შემდეგ ოლიმპიურ ცეცხლს ხობსა და სენაკში ჩაიტანენ, 6 ივლისამდე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოივლის. რეგიონში ბოლო ადგილი  სადაც ოლიმპიური ცეცხლი გაჩერდება სვანეთია, მესტიიდან კი ცეცხლი გეზს დედაქალაქისკენ აიღებს. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ათენიდან 28 მაისს ჩამოიტანეს და მას შემდეგ  რეგიონებში მოგზაურობს.

2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო