სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში მსოფლიო სურსათის დღე აღნიშნა

2023-10-16 10:25:00
დადიანების სასახლეთა ეზოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ზუგდიდის მერიასთან ერთად მსოფლიო სურსათის დღე აღნიშნა.
 
მსოფლიო სურსათის დღე გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და ყოველ წელს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება. წელს ამ დღის მთავარი გზავნილი წყლის, როგორც სასიცოცხლო რესურსის დაცვაა, რადგან ის ადამიანის, ბუნებისა და ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილია, მტკნარი წყალი კი –ამოწურვადი რესურსი.
 
ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ეზოში ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა, სურსათის უვნებლობის, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ საინფორმაციო კუთხეები მოეწყო, სახალისო საინფორმაციო აქტივობები ბავშვებისთვის და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით; ასევე, შედგა FAO-ს ბენეფიციარი ფერმერის შესახებ მოკლე დოკუმენტური ფილმის ჩვენება და მისი, როგორც 2023 წლის „სურსათის გმირის“ დაჯილდოება.
 
ღონისძიებას დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, FAO-ს, ევროკავშირის, შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, FAO-სა და პროექტების ბენეფიციარი ფერმერები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები.
 
მსოფლიო სურსათის დღე ზუგდიდში ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით აღინიშნება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო