სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს მიაღწიეს

2023-07-20 19:25:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბული გიორგი გუგუჩია,მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად რიყის სპორტდარბაზში წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა და მოლდოვაში გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
 
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს.
მათ შორის, ოთხმა ზუგდიდელმა ევროპის ჩემპიონატში წარმატებას მიღწია.
 
დიმიტრი აბრალავა- 61 კგ. (U15) - 1 ვერცხლი,2 ოქრო.
ნიკა ჯიქია 81 კგ. (U15) 3 ვერცხლი.
გოგა ჯაჯვანი 73 კგ. (U17) - 3 ვერცხლი.
ირაკლი ვეკუა- +102 კგ. (U17) - 3 ოქრო.
 
 „საოკუპციო ხაზთან მდებარე ძალოსნობის ეს ცენტრი არაერთი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელია. ახლაც ევროპის ჩემპიონზე გვყავს სამი გამარჯვებული, მივულოცეთ მათ ეს გამარჯვება. ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრებმა სოფელ რიყეში ჩამოიტანეს 5 ოქროს და 7 ვერცხლის მედალი. ეს ნამდვილად დიდი შრომის შედეგია ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
„საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურად მათ აიღეს პირველი ადგილი და ამ წარმატებაში თავიანთი წვლილი შეიტანა ოთხმა ზუგდიდელმა, რიყის ძალოსანთა სკოლიდან, რომლებიც გახდნენ ოქროსა და ვერცხლის პრიზიორები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო შრომისთვის და ეს წარმატება მივულოცო. უფრო დიდი წარმატების იმედი გვაქვს, ახლა ვართ მოლოდინში ევროპის ჩემპიონატის, სადაც ჩვენი სკოლის აღზრდილები იქნებიან წარდგენილი. რიყეს გააჩნია დიდი ხნის ტრადიცია სპორტული ძალოსნობის“ -აღნიშნა ზუგდიდის მერმა.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324252627
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო