ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში ვაკანტურ თანამდებობეზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა
აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის II ეტაპი დასრულდა. გასაუბრება გუბერნატორის ადმინისტრაციაში მიმდინარე წლის 24-25 ივნისს ჩატარდა.
მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისა კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრების) შედეგებზე გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან (21 მაისი) სამი თვის ვადაში.
კონკურსი გამოცხადებილი იყო ადმინისტრაციაში არსებულ 4 ვაკანტურ თანამდებობაზე: სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტი, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი სპეციალისტი, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტი. კონკურსი აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 2015 წლის 11 მაისს გამოაცხადა.
სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სულ 235 განცხადება შემოვიდა, აქედან კონკურსის მეორე ეტაპზე 175 აპლიკანტი გადავიდა.
მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისისს შემადგენლობა: კომისიის თავმჯდომარე - კობა ქანთარია (გუბერნატორის პირველი მოადგილე), კომისიის თავმჯდომარის მაოდგილე - მაკა ფიფია (გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში) კომისიის წევრები: ნუგზარ გაბელია (გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე), მერაბ დანელია (USAID – NEO ქემონიქს საერთაშორისო მობილიზატორი C-2 სოფლის მეურნეობის სპეციალისტი), ლავრენტი ალანია (საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენელი ხობში).
კონკურსანტების გასაუბრების მონიტორინგი ხორციელდება აუდიო ჩაწერით.